ახალციხეში მცირეწლოვანს მოტოციკლეტი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ამ წუთებში კი ის იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.